|
2019-11-22 18:22:27, 2268 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნები FAO-ს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
21-22 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისის (რომი) ორგანიზებით, თბილისში, რეგიონული სამუშაო შეხვედრა თემაზე: „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გამჭვირვალობის მოთხოვნები სოფლის მეურნეობასა და თევზის მრეწველობაში“ გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა გახსნა. ღონისძიებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წარმომადგენელი დივაკარ დიქსიტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები აჰმად მუხტარი, მარსიო კასტრო დე სოზა და ირინა კობუტა უძღვებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ის ახალი წესები, მიდგომები და ინსტრუმენტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის სუბსიდირების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ WTO-ს წევრი ქვეყნების (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, უკრაინა) და WTO-ს წევრობის კანდიდატი ქვეყნების (ბელორუსია და უზბეკეთი), WTO ნოტიფიკაციის ეროვნული უწყებების და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და თევზის მრეწველობის რეგულირების სფეროში ნოტიფიკაციების მომზადებაში. შეხვედრა გაიმართა FAO-ს რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობისა და საბაზრო ინტეგრაციის გაუმჯობესებას. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, ასევე გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.
(NS)
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)