|
2015-07-21 17:07:55, 435 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკმა ქართველ სამხედროებს ცენტრალურ აფრიკაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს, ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ტუსკმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ჯარისკაცებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მისიაში ქართული კონტინგენტის წვლილს მაღალი შეფასება მისცა და მათ ყოველივე კარგი უსურვა. „ძვირფასო ჯარისკაცებო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რასაც ევროპას უწევთ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. თქვენმა შრომამ, თავგანწირვამ ევროკავშირში მაღალი შეფასება მიიღო და მე პირადად ძლიერ ვამაყობ თქვენით, თქვენი ღვაწლით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ უნდა გიმადლოდეთ, თქვენს მზაობას, პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, თქვენს ერთგულებას. საქართველო აქედან გამომდინარე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ მსოფლიოში საერთაშორისო სოლიდარობის. ჩვენი სამხედრო ოპერაციები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქმნის უსაფრთხოებას ძალიან რთულ ტერიტორიაზე, ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს იმათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობის სახელით, უსაფრთხოების საბჭოს მანდატით და ფართო საერთაშორისო ძალისხმევის ჩარჩოებში. საქართველოს მონაწილეობა ოპერაციაში მეორე, ყველაზე დიდი კონტიგენტის სახით, გახლდათ წინაპირობა ქვეყნის წარმატებისა. ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანს ვაღწევთ ევროპული, გლობალური თანამშრომლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. მე თქვენს წვლილს მაღალ შეფასებას ვაძლევ და ყოველივე კარგს გისურვებთ ძვირფასო მეომრებო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)