08:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 14:14:07, 943 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: -დიმიტრი ხუნდაძე და ლურსმანაშვილი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ლაპარაკობენ

დიმიტრი ხუნდაძე და ლურსმანაშვილი ნიშნის მოგებით საუბარს ვერ გაბედავენ, ისინი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს ლაპარაკობენ - ამის შესახებ, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ სისტემას არ მიიღებს ამას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება.

„ეს ქვეყანა არ არის სათამაშო და უკვე მოთმინების ყველანაირი ფიალა ამოიწურა. რა თქმა უნდა არანაირი დიდი წარმოდგენა არ მაქვს დიმიტრი ხუნდაძეზე ან ლურსმანაშვილზე, რომელიც ახლა ოთხი წლის თავზე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე დეპუტატი ყოფილა. ვერ გაბედავდნენ ისინი ნიშნის მოგებითა და პოზით საუბარს, არიქა და პროპორციული სისტემა დაანგრევს ქვეყანას და ცუდი იქნება. რა თქმა უნდა ისინი ლაპარაკობენ ივანიშვილს სათქმელს და ბიძინამ უბრალოდ დაზვერა ჩვენი მოთმინება. სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტი პროპორციული სისტემას არ მიიღებს, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს განიხილავენ.

ნათია ბერულავა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics