12:16 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 15:40:13, 1284 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა, საუბარია თაღლითობის შემადგენლობაზე

პროკურორმა  გიორგი მიქავამ  ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მტკიცებულებების მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გარდა საუბარია წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ კი,  თაღლითობის შემადგენლობაზე.

„აქ საუბარია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და გარდა ამისა წინმსწრებ დანაშაულზე, კერძოდ, თაღლითობის შემადგენლობაზე. რაც შეეხება ტრანზაქციების თემას, ბრალდების მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნულის კვალიფიკაცია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად მოხდა იმ მიზეზით, რომ ეს იყო დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება.   ფინანსური ტრანზაქციებით, მათ შორის, ფიქტიური ხელშეკრულებების გაფორმებით, მათ მოახდინეს აღნიშნული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია ანუ მისი გათეთრება“, - განაცხადა გიორგი მიქავამ.

პროკურორმა აღნიშნა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2 დეკემბერს ჩაინიშნა,  მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics