04:50 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 12:46:07, 815 ნახვა

საზოგადოება
ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა აღმოჩნდა

ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია"ექსპრესნიუსს"  შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა. 

მათი განცხადებით, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა:

"7 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის  სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათმის ხორცში (23380კგ.) სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics