03:53 - 01 Aug, 2026
|
2019-11-06 13:49:13, 2533 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოში სკოლის მოსწავლეებს მცენარეთა გამოყვანის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების სააგენტოს 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ ენდემური და წითელი ნუსხის სახეობის ხე-მცენარეთა ბაქანი (ადგილი, სადაც დროებით განთავსებულია მცენარეები), მცენარეთა პლანტაციები და სათბური დაათვალიერეს, ასევე, ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. სააგენტოს დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა ბავშვებს ტრენინგი ჩაუტარა მცენარეთა დარგვის, მოვლისა და გამოყვანის შესახებ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, ბავშვებმა კონტეინერებში დარგეს ელდარის ფიჭვის ნერგები. ველური ბუნების სააგენტო წელიდადში 102 სახეობის მილიონამდე ნერგს აწარმოებს, მათ შორის 20-მდე სახეობას საქართველოს წითელი ნუსხიდან.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)