03:53 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 12:34:05, 1850 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ვარშავაში გამოფენა გაიხსნა

პოლონეთში, ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების ორგანიზებით გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა" გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორმა თეონა იაშვილმა, პოლონეთის სახელმწიფო არქივების დირექტორმა პაველ პიეტრჟიკმა და  საქართველოს ელჩმა პოლონეთში ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.

გამოფენა ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია 100 წლის წინათ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები.

ვარშავის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics