02:54 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 11:14:34, 1423 ნახვა

საზოგადოება
ახლქალაქში ეკლესია დაარბიეს დაზიანებულია ხატები და რელიგიური საგნები

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და ლოცვის წიგნები დახიეს, სხვა ნივთები კი დაამტვრიეს. აქ სალოცავად საუკუნეებია სომხური სამოციქული ეკლესიის მრევლი დადის.
jnews.ge წერს.  რომ რომ რელიგიური სიწმინდეების დაზიანების ფაქტის ამსახველი ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ–ერთმა ადგილობრივმა განათავსა. მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ეკლესია დაასუფთავეს და დაალაგეს.
დაზიანებულია ქრისტიანული ხატები და რელიგიური საგნები.
 მსგავსი შემთხვევა სამ აპრილსაც მოხდა, პირველი შემთხვევის დროს,, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 259–ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც „კულტურული მემკვიდრეობის საქართველოს კანონმდებლობით დაცული ძეგლის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“. გამოძიების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

მე–13 საუკუნეში აგებულ სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics