13:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-02 11:49:49, 1995 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის რეგიონული დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე დაესწრო.


მინისტრმა თანამშრომლებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ვახტანგ გომელაურმა სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზეც ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებს პირადად გააცნო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელს ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდება.

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics