|
2019-10-30 12:14:05, 881 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს მოსკოვის გამზირზე სკვერის მოწყობა დაავალა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს დაავალა, მოსკოვის გამზირზე არსებულ ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის საკითხზე მუშაობა დაიწყოს. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არსებული ტერიტორიის გამწვანებისა და კეთილმოწყობის შესაძლებლობა არსებობს. „არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა ხედავს, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ არსებული პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია განვახორციელოთ და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა მოხდეს. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქალაქს და რაც ალამაზებს, მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულების მოწესრიგებაა. მოსკოვის გამზირზე არსებობს ალეა, საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით, ოთხი ჰექტარია. მინდა დავავალო გიგა გიგაშვილს, დაიწყოს პროექტის მომზადება, რომ მომავალი წლიდან შევძლოთ, აღნიშნული ალეის გაკეთილშობილება, რადგან დღეს იქ არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან უშუალოდ, სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს. „ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყოს ქალაქში. ირგვლივ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე სამგორის რაიონში, სადაც მოქალაქეებს დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)