03:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-29 15:31:40, 2151 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება

ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“ -  ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან ვერ ითანამშრომლებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას განშტოებები აქვს.  არიან ნაცები შმაცები და შმაცუნები და მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მაგალითად, „პატრიტთა ალიანსი“ და „დემოკრატიულ მოძრაობა“. ბუნებრივია,  ჩვენი მხრიდან  მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ალბათ „ქართული ოცნება“ შექმნის მთავრობას ან შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics