|
2019-10-28 14:27:30, 1801 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის პრეზენტაციას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე, სახელწოდებით „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“, მინისტრმა რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა საინტერესოა და ის ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. “ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა ჯანდაცვის მიმართულებით. დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. იცით, რომ ასი ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამ რეფორმით და პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო პირველად ჯანდაცვაზე, წარმოდგენილი იყო ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რაიონში განთავსდება და ყველას ექნება საშუალება, პრევენციის მიზნით გაესინჯოს. საუბარი იყო, ასევე, დაფინანსებაზე, როდესაც ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ჯიბიდან უწევთ მკურნალობის დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ფინანსური ტვირთი ადამიანებზე კიდევ უფრო შევამციროთ. ზოგადად, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს თანადგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)