18:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 21:14:15, 642 ნახვა

საზოგადოება
ევროპის მოედანზე ოლიმპიური ჩირაღდანი მიიტანეს

ევროპის მოედანზე ოლიმპიური ჩირაღდანი მიიტანეს. "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანმა  ოლიმპიური ჩირაღდანი  თბილისის მერს გადასცა, რომელიც მას შემოუძღვა.  როგორც მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისი და საქართველო მზადაა, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ოლიმპიური ჩირაღდნის  ევროპის მოედანზე შემოტანას შეკრებილი საზოგადოების  ოვაციები და ტაში მოჰყვა. ევროპის მოედნიდან  ჩირაღდანს თავისუფლების მოედანზე მიიტანენ, სადაც კონცერტი გაიმართება.

ცნობისთვის, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"–ის ცენტრალური ჩირაღდანი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics