09:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-04 10:28:41, 4506 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი  სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ცაგერის, ლენტეხის, ხონის და ხარაგაულის რაიონის სოფლებში მცხოვრებ 85 შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ, საკვები პროდუქტები მიუტანეს და ახალი წელი მიულოცეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი  სამმართველო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს. შს სამინისტრო აქციის ფარგლებში სულ 1000-ზე მეტ ოჯახს ეხმარება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics