|
2019-10-24 14:35:25, 1422 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივით, პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე გემის დანიშვნის შეთანხმებას ხელი მოეწერა
საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან (რუმინეთი) ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და მიმოსვლის შეთანხმებას ხელი მოეწერა. "GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და ,,გრამპეტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი შავ ზღვაზე საფიდერო მიმოსვლას ისახავს მიზნად. მემორანდუმის თანახმად, ახალი რეგულარული საკონტეინერო გემი, ბათუმის პორტს, რუმინეთში კონსტანცას პორტთან უმოკლეს ვადებში დააკავშირებს. გადაზიდვის პროცესის გამარტივებული პროცედურა, დერეფანში სატვირთო გადაზიდვის მოცულობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მარშრუტის უპირატესობას, საქართველოს გავლით, ევროკავშირის ბაზართან პირდაპირი წვდომა წარმოადგენს. ჩინეთიდან ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის დრო კი, 15 დღემდე შემცირდება. სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის სფეროში ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება გლობალური ეკონომიკის ზრდაზე უდიდეს როლს თამაშობს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ლოგისტიკა და ტერმინალები“ საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს სარკინიგზო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. აღსანიშნავია, რომ კომპანია ,,გრამპეტი“ სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევროპაში. ყოველწლიურად GRAMPET-ჯგუფს თითქმის 22 მილიონი ტონა ტვირთი გადააქვს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)