12:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 11:19:03, 1144 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: გვაქვს ამბიცია, ვიყოთ რეგიონში ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა

„შევთანხმდით, რომ პირველ რიგში, უფრო აქტიურად ვიმუშავებთ არა იმდენად ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან თითოეული ჩვენთაგანი, მათ შორის საქართველო, ძალიან ბევრ ინვესტიციას ახორციელებს გზების, რკინიგზის, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ პროცედურების დიჯიტალიზაციაზე. საზღვრებზე ჩვენი პროცედურები იკავებს მაქსიმუმ სამ-ოთხ დღეს, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა, მაგრამ სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი სისწრაფე და სიმარტივე გვჭირდება, იმიტომ, რომ  ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ რეგიონში ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრი ცენტრალური სპიკერი იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ტარდება, დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

წლევანდელ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, რომელთა შორისაც არიან ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics