02:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 22:08:11, 2542 ნახვა

პოლიტიკა
1.4 მილიონი ლარი პრემია-დანამატის სახით -საგარეო საქმეთა სამინისტრო ფულს ფლანგავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" საგარეო საქმეთა სამნისტროს არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს და კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

1.4 მილიონი ლარი პრემია-დანამატის სახით, თვითნებურად დანამატის გამოწერის 7 შემთხვევა, რაც ჯამში 18 020 ლარია და საგარეო უწყების თანამშრომელთა % რომელთაც ოფიციალური შტატი არ აქვთ. 

მონაცემები დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გაავრცელა. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამივე სსიპ-ში 2018 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება. 

საერთაშორისო ხელშეკრულებების თარგმნის ბიურო, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, - აუდიტის დასკვნაში და ფლანგვის დეტექტორის კვლევაში ამ სიპების ხელმძღვანელების მხრიდან დანამატების თვითნებურად გამოწერის ფაქტები იკვეთება. არცერთ ორგანიზაციაში დღეს განმარტებებს არ აკეთებენ.

2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამ სსიპ-ის თანამშრომლების ანაზღაურება იყო 400 ათას ლარამდე, საიდანაც პრემია-დანამატისთვის მთელი წლის განმალობაში გამოყენებულია 65 ათასი, აქედან 18 020 ლარი გაიცა სამინისტროს ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე, რაზეც სამინისტროს მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics