12:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 15:14:32, 1110 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელში „მომგებიანი ვაჭრობა", სადაც ის ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას და  კერძო სექტორის ჩართულობას დაუთმო.

„შეიძლება ვინმემ  თქვას, რომ სავაჭრო ხელშეკრულებები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სასარგებლო არ არის, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ  საქართველოში მომსახურების სექტორი დომინირებს და საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვებში, რომელიც ელექტრონულ კომერციას მოიცავს", - განაცხადა იონოვ ფრედერიკ აგამ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილემ თავის გამოსვლაში ასევე სხვადასხვა ბიბზესსექტორების მხარდამჭერი რეფორმების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics