21:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 13:30:00, 1085 ნახვა

საზოგადოება
ჩეხეთის დელეგაცია ჯანდაცვის სამინისტროს სტუმრობდა

ხვალ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი იხსნება. ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და  განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აშენდა და აღიჭურვა.

ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ჩეხეთის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რედეკ პოლიცარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შეხვდა. 

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საერთო პროექტებზე,  ჯანდაცვის საკითხებში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, პირველადი ჯანდაცვის, პალიატიური მკურნალობის საკითხებს. ჩეხეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს წამლის ფასის რეგულირებასა და ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. თამარ გაბუნიამ ჩეხეთის დელეგაციას  წარმატებული პროგრამების - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და  C ჰეპატიტის პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმასაც, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე სამი წელია ახორციელებს და დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციასა და  სათემო ცენტრების შექმნას ისახავს მიზნად. 

ჩეხეთის დელეგაცია ხვალ ზუგდიდში ჩავა, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს ოფიციალურად გახსნიან. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics