02:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 12:27:33, 2398 ნახვა

პოლიტიკა
გოტემიულერი: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხი არ განხილულა

ნატო-ს გენერალური მდივნის როუზ გოტემიულერის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ალიანსში მიღების საკითხი არ განხილულა. ამის შესახებ ნოტო-ს გენმდივნის მოადგილემ რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც გოტემიულერმა განმარტა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ ალიანსში გაწევრიანების სურვილი დააფიქსირეს, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, კონკრეტული თარიღები ჯერ ცნობილი არ არის. 

„ჩვენ ვადებს არასდროს ვაცხადებთ, მით უმეტეს, როდესაც ახალი წევრების მიღებაზეა საუბარი. ეს პროცესი ყოველთვის შეთანხმების პროცედურასთან და წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსთან არის დაკავშირებული. ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, რაზეც გარე ძალები გავლენას არ უნდა ახდენდნენ. მას შემდეგ რაც ქვეყანა ნატო-ს წევრი ხდება, მისი უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა უფრო თვალსაჩინო ხდება“, - აღნიშნა გოტემიულერმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics