|
2015-07-16 16:49:46, 563 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არც ერთი ბანერი არ გადმოსულა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა. როგორც ზაქარეიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბანერი ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილდა და ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადასულა. ზაქარეიშვილის თქმით, ბანერმა საქართველოში შექმნა გარკვეული ვნებათაღელვა იმაზე, რაც 2008 წლიდან არსებობს. "არსებობს ტერიტორია ოკუპირებული, რომელიც დადგენილია კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს კანონი მიღებულია 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მიერ, ანუ სხვა ხელისუფლების დროს, სადაც მკაფიოდ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ტერიტორია, რომელიც იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, ეს ტერიტორია იყო საბჭოთა კავშირის დროს, ყველა ბანერი, ყველა მავთულხლართი, რაც კი გამართულა, დამდგარა, გადაწეულა, გადმოწეულა, ეს ხორციელდება ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, ანუ იმ კანონის ფარგლებში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს დადგინდა. ანუ, ოკუპირებული ტერიტორიის გარეთ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ, ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ არ გადმოსულა არც ერთი ბანერი, არც ერთი მავთუხლართი.ბაქო სუფსის ნაწილი ახლა არ მოქცეულა იქ. ყოველთვის იყო, როგორც კი გაყვანილი იქნა ბაქო- სუფსის მილსადენი, გაყვანილი იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ითვლებოდა ყოფილი სახმრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიად. 2008 წლამდე აკონტროლებდა საქართველოს მხარე, შემდეგ უკვე საოკუპაციო ჯარები. ეს, დაახლოებით, ისეთი რაღაცაა, წარწერა რომ გაჩნდეს კარზე, რომ იქ ცხოვრობს ზაქარეიშვილი, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა.ამ ბანერმა საქართველოში შექმნა გარკვეული რაღაც ვნებათაღელვა იმაზე, რაც უკვე დიდი ხანია არსებობს, 2008 წლიდან.რაც ახლა ხდება, ეს ხდება 2008 წლის აგვისტოდან",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)