|
2019-10-12 17:59:34, 2869 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი’’ მეორედ ტარდება. ფესტივალი დღეს გაიხსნა და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. „პურის ფესტივალი“ გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო პურის ცხობის ძველი ტრადიციები. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. ასევე, „პურის ფესტივალზე’’ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის პური და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. ფესტივალს მუსიკალურად აფორმებს ბენდი. „პურის ფესტივალი’’ ორდღიანია და ხვალ, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)