19:25 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:14:52, 14413 ნახვა

სამართალი
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. 

გარდა ამისა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიშკარიანს საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართა.  

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics