|
2019-10-03 16:23:11, 1853 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ფინანსთა მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს. „ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც უკვე წლებია, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის „ქართული ოცნების" მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას ქართული ოცნების აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. დაპირებულ „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და მათ ნაკლები ფული დაუტოვა ჯიბეში. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)