14:04 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 14:02:53, 860 ნახვა

საზოგადოება
ქართველი მოქალაქები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართელოს მხრიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის მხრიდან, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა - ბისერ პეტკოვმა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ, 6 თვის ვადაში, მხარეები მუშაობას გააგრძელებენ ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ვიზიტის ფარგლებში,  აღნიშნული შეთახმების ხელმოწერასთან ერთად, გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციის სამუშაო შეხვედრაც, რომლის დროსაც მინისტრების მიერ განხილულ იქნა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ბულგარეთის რესპუბლიკის  შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც  ეს შეთანხმება ქვეყნებს და მათ მოქალაქეებს მუტანთ .

„ამ ხელშეკრულებას ძალიან დადებითი გავლენა ექნება ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ შევძლებთ გავცვალოთ კვალიფიცური კადრები, რომლებიც იმ ვაკანსიებზე დასაქმდებიან სადაც კადრების ნაკლებობაა.  ქართველებს ბულგარეთში, ასევე ბულგარელებს საქართველოში ერთი წლის განმავლობაში შეეძლებათ მუშაობა, თუმცა ექნებათ ვადის სამ წლამდე გაზრდის შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას არამარტო დასაქმებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც გამოიყენებენ“, - განაცხადა ბისერ პეტკოვმა.

  

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics