13:11 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 12:44:11, 2489 ნახვა

საზოგადოება
ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა.

ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

როგორც კვირიკაშვილმა „მთავარ არხს“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ყოფილი პრემიერის განმარტებით,  ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ძალიან უკმაყოფილოა.

„მე მგონი ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, რაზეც შეიძლება ისაუბრო. მე და ეკა ბესელია ერთი საათი ვსაუბრობდით. დეტალებს თქვენ ვერ მოგიყვებით. პოლიტიკაში ნამდვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული იმით, რაც დღეს ხდება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა

მანვე განმარტა, რომ პოლიტიკური მოსაზების დაფიქსირებას არასდროს მოერიდება.

„როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი მოქალაქეობრივი, თუ პოლიტკური პოზიცია მექნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნიის რაც იყო ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. მგონი დაშანტაჟებულ კაცს ნამდვილად არ ვგავარ“, - განაცხადა კვირკაშვილმა.

 

 

ფოტო © მთავარი არხი





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics