13:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 14:55:28, 478 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევას.

 თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის არდაშვების მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისიის მნიშვნელობას და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics