17:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:52:50, 821 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ხდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტს გამოეხმაურა. 

„მე მგონია, რომ არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვინც ამ ფაქტს არ უყურებს ძალიან ნეგატიურად. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამისა, საუბარს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ საუბარში შესაბამისი ტონი და ინტონაცია უნდა იქნას დასმული. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ იმას, რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვართან, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასებები მიეცა უკვე და კიდევ მიეცემა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მილსადენის საკითხს,  ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ თემაზე უახლოეს დღეებში კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში გაიმართება  მსჯელობა, რის შემდეგაც  უფრო კონკრეტული განცხადებები გაკეთდება.

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics