15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 14:47:53, 1724 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი - ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი, პოლიტიკურ სადღეგრძელოს წააგავდა

მამუკა ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადგღეგრძელოს წააგავდა, - ასე გამოეხმაურა პარლმანეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს“.

სესიაშვილის შეფასებით, მისაღებია ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომ პოლიტაკაში სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს.

„დღეს მას მოვუსმინე. შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია“,- აღნიშნა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" ჩამოაყალიბეს. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics