15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 12:43:33, 1598 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა შემოტევების გამო ყველა ჩინოვნიკს, რადგან თვალები გავახილე

შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა ჩინოვნიკს და პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაციაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას თვალები აეხილა და სურს გააკეთოს ისეთი საქმე, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ქვეყანაში დააბრუნებს.

 „შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის, გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ. წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“,  - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics