14:09 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 19:23:28, 1690 ნახვა

პოლიტიკა
მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების სხდომას „ენმ“ დაესწრება, - „ევროპული საქართველო“ მისვლას არ აპირებს

პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც განახლებული მთავრობის დამტკიცების საკითხი განიხილება „ევროპული საქართველო“ არ დაესწრება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველო”, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” და „ევროპული საქართველო-რეგიონების” მომართვა გვაქვს, სადაც ისინი 2019 წლის 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრების დასწრებაზე უარს აცხადებენ, შესაბამისად გთხოვთ, მივიღოთ ცნობად ეს საკითხი“, - განაცხადა სხდომაზე თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომაზე დასწრებას აპირებს.

დეპუტატ რომან გოცირიძის განმარტებით, ისინი საზოგადოებას აჩვენებენ, თუ რატომ არ შეიძლება ახალი შემადგენლობის დამტკიცება.

„გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დავესწროთ პარლამენტის სხდომას, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, თუ რატომ არ შეიძლება ამ მთავრობის და თანაც, ამ შემადგენლობით დამტკიცება. დღეს თუ ვინმე უსმენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა. მარტო ერთი მისი სასაცილო მონათხრობი რად ღირს თურმე იმ ცხრა წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო. არადა, საგარეო ვალის მოცულობა განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და იმ დროს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს“, - აღნიშნა გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics