03:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 13:31:16, 1142 ნახვა

საზოგადოება
ევრონიუსის მენეჯმენტი აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

აჭარის ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ტელეკომპანია „ევრონიუსი“-ს მენეჯმენტი გაეცნო. რეგიონში ვიზიტისას ტელეკომპანიის წარმომადგელებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე შეხვდა, რომელმაც სტუმრებთან ერთად დეპარტამენტისა და „ევრონიუსი“-ს როგორც არსებული, ისე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას „ევრონიუსი“-ს მეშვეობით ბოლო წლებია აქტიურად ანხორციელებს. აჭარის საზღვაო და სამთო პროდუქტები არაერთხელ მოხვდა ევრონიუსის გადაცემებში  Metropolitan, Cult, Focus, Adventure, ვიდეობლოგი „24 საათი ბათუმში“ როგორც სიუჟეტების, ასევე სატელევიზიო რეკლამის სახით. გარდა ევრონიუსისა, აჭარის სატელევიზიო რეკლამები ასევე ტრიალებდა Deutsche Welle-ს, BBC-ის, National Geographic-ის, Travel Channel-ისა და გერმანიის ადგილობრივი არხების RTL, N-TV ეთერში.

აჭარაში ვიზიტისას „ევრონიუსი“-ს წარმომადგენლები, ასევე შეხვდნენ ქალაქ ბათუმის მერს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და მოადგილეს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალის BIAFF მენეჯმენტს. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა რეგიონი უკვე დატოვეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics