|
2019-08-14 16:11:46, 1054 ნახვა
საზოგადოება
სალია: R2-ის ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დაგროვებული ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უახლოეს ვადებში დაიწყებს. როგორც სალია აცხადებს, ვალების სწაფად გასტუმრება ვერ მოხდება. „ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით",- განაცხადა პაატა სალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)