17:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 11:52:46, 1336 ნახვა

სამართალი
ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმის დამზადება-გასაღების ფაქტზე, 2 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, იმერეთის რეგიონში, კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.

 უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

 როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3  წლამდე ვადით.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics