|
2019-08-08 10:49:29, 887 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ენერჯი ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს
კომპანია თბილისი ენერჯის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. თბილისი ენერჯი აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს, ძლიერ ამორტიზირებული და დაზიანებული იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად1300 მეტრის სიგრძის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად კი გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 აგვისტოს საღამოს 9 საათიდან გაზმომარაგება შეეზღუდება თბილისის ცენტრალურ უბნებს, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოსახლეობას, მიმდინარე ქუჩებსა და იქ არსებულ კომერციულ ობიექტებს. ბურნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება მეორე დღიდან და სრულად აღდგება 11 აგვისტოს 20 საათამდე. კომპანია თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.
(R)
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)