12:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-08 10:21:34, 2082 ნახვა

კომენტარი
დავით ნარმანია: უეფას სუპერთასისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია

უეფას სუპერთასის მატჩისთვის "დინამოს" სტადიონი აბსოლუტურ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდიანრეობს და ახალი სკამები მონტაჟდება.

"30 ათას სკამზე მეტი უკვე არის დამონტაჟებული და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად მოხდება ამ სკამების დამონტაჟება. აქედან გამომდინარე, ვამთავრებთ საკმაოდ დიდ და მოცულობით სამუშაოებს, რომელიც თბილისის მერიამ აიღო თავის თავზე და ჩავაბარებთ გამზადებულ სტადიონს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისი მზად არის, უეფას სუპერთასს უმასპინძლოს.

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics