16:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 13:21:47, 1047 ნახვა

საზოგადოება
„სტერეო +“: ხვალ შესაძლოა „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებას“ მაუწყებლობა შეუწყდეთ

ციფრული ოპერატორის „სტერეო პლუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა 1-ელ აგვისტოს სამ არხს: ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საუბარია „რუსთავი 2“-ზე, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველზე“. 

„1-ელ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე არ დაიფარება“, - წერია „სტერეო პლუსის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, "სტერეო პლუსი" საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics