11:57 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 11:56:12, 1538 ნახვა

საზოგადოება
ნაძალდევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N6-7 კორპუსების მიმდებარედ, გურამიშვილის გამზ. N33ბ-ში და სანზონის N12-15 კორპუსებთან არსებულ მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთის კარები და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან და თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული და დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა. იმისათვის, რომ ბავშვები, ახალგზარდები უფრო მეტად დაიტვირთონ სპორტული აქტივობებით, საჭიროა მეტი კომფორტული და მოწესრიგებული მოედანი. მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სამ მინი სტადიონს, ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროზე ვაკეთებთ ქვიშის მოედანს და გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება სხვადასხვა მისამართზე“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტულ მოედნებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 181 892 ლარი გამოყო.         

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთი ირანთან ომში ჩაერთო
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics