11:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 11:26:16, 681 ნახვა

საზოგადოება
სპორტის სასახლის მიმდებარედ, შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სპორტის სასახლის მიმდებარედ, შენობის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 3 კი გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობისთვის, თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში მდებარე შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად მუშები დაზიანდნენ.  

რამ გამოიწვია შენობის ჩამოგრევა, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და სახანძრო სასმახურის ბრიგადები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics