14:29 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 16:25:36, 1668 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: სამწუხაროა, რუსეთის დუმაში აღმოჩნდა 400-ზე მეტი პარლამენტარი, რომელმაც უკანონობას მხარი დაუჭირა

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან გაფორმებული  სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას  გამოეხმაურა.

ჩიქოვანის თქმით, სამწუხაროა, რომ რუსეთის დუმაში 400-ზე მეტი პარლამენტის წევრი აღმოჩნდა,  რომელმაც  უკანონობასა და უსაფუძვლო საერთაშორისო სამართლის დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
ირაკლი ჩიქოვანი ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ძალისხმევის  გააქტიურებაზე საუბრობს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის დუმაში აღმოჩნდა 400-ზე მეტი პარლამენტის წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა აბსოლუტურ უკანონობას  და უსაფუძვლო საერთაშორისო  სამართლის დოკუმენტს. ამ დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომელ პარლამენტში  იქნება რატიფიცრებული,   არა ქვს არანაირი საერთაშორისო  საფუძვეელი. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მოქმედებას,  არაერთხელ გვისაუბრია "თავისუფალ დემორატებს" იამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტი,   გავააქტიუროთ საერთაშორისო დონეზე  ბრძოლა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ  მრავალმხრივ საერთაშორისო  ორგანიზაციებს. ასევე ორმხრივ ურთიერთობებს. დღეს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემა გააჩნია  აბსოლუტურად ყველა ცივილიზებულ  სამყაროს წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ  ამ ძალის კონსოლიდირება, რათა  ამ დღის წესრიგში   შეიქმნას ქართული, საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ძალიან სამწუხაროა ის, რაც ხდება უკრაინაში, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ საკითხზეა  ფოკუსირებული, მაგრამ როგორც ნახეთ, რუსეთი პოულობს დროს, გააგრძელოს მისი დესტრუქციული მოქმედებები, რასაც საერთაშოროსო ძალისხმევა უნდა დავუპირისპიროთ",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან  სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას  რუსეთის სათათბიროში ხელი 441 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. ცნობისთვის,  ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ  პუტინმა ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics