14:26 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 15:35:09, 1622 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციებს მართავს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან  დაკავშირებით,  პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ამწუთებში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა შეხევდრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე პრეზიდენტის მხრიდან კონსულტაციების მზაობას მიესალმება. მისივე განმარტებით, დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ექნებათ. ჩიქოვანის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადმაიანი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უზრუნველყოს და საქართველოში სასამართლო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს.
"ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტის შემოთავაზება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს  ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ვთვლით, რომ  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეროგატივაა, რომელიც დღეს პრეზიდენტს გააჩნია.ეს არის ამ თანამდებობაზე კანდიდატურების წარდგენა.

ჩვენ ჩავატარებთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან.  კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით დღესდღეობით ჩვენი მხრიდან საუბარი არ იქნება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ  შედეგებს, ამასთან დაკავშირებით მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც კონსულტაციები გაიმართება. თუმცა პრეზიდენტის  წინადადება და ინიციატივა, რომ  ეს იყოს მაქსიმალურად ჩართულობით უზურნველყოფილი პროცესი, ჩვენთვის მისაღებია.

მიგვაჩნია, რომ  რომ აუცილებელია  და უმნიშვნელოვანესია ახალი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს  ადამიანი, რომელიც  სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს სდა საქართველოში სასამართლო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics