06:55 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 18:29:34, 1269 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის,  ქართული ხილისა და ბოსტნეულის  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე გამახვილდა.

საუბარი შეეხო მარცვლეული კულტურების შენახვა, გაშრობა, გადამუშავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებსაც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics