22:04 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 16:40:08, 1170 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - გაბუნიას ფრაზები ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესიაა

მამუკა ბახტაძე - ეს არ იყო რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები, ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ბელადის მხრიდან

ეს არ იყო ცალკე აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ  ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები; ეს არის წლების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ არსებული აგრესია, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ შეფასებებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა.

„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, იყო სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცია და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანება. ეს არავის არ გამოუვა. მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მხრიდან, მათ შორის სახელწიფო უწყებებისგან გაკეთდა განცხადებები, რომელიც ასეთ დროს უნდა გაკეთებულიყო. აქ შეფასება ერთმნიშვნელოვანია. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რა ამოძრავებს ამ დესტრუქციულ ძალას. მათ ამოძრავებთ ის, რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფოებრიობა და პრობლემები შეუქმნან ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics