04:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 12:59:22, 1096 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.     

სამინისტროს დაფინანსებით,  სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა. სამინისტრომ დევნილი ოჯახების პრობლემა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და  აქტიური ჩართულობით გადაჭრა.  

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს და მისი ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს.   

ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, სამინისტრო იმ ობიექტების რეაბილიტაციასაც ახორციელებს, სადაც დევნილი ოჯახები უკვე წლებია ცხოვრობენ.  2015 წლიდან დღემდე, სამინისტროს ბიუჯეტით დევნილთა საცხოვრებელი 500-მდე  შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია  ჩატარდა.    

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics