|
2019-06-29 15:24:22, 1619 ნახვა
საზოგადოება
აქციის ორგანიზატორი: მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას არ ვაპირებთ
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა შს მინისტრის გოირგი გახარიას გადადგომა უცვლელია და მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას არ აპირებენ. მისივე განმარტებით, დღეს რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მსვლელობა „თავისუფლების მარში“ გაიმართება. „გახარიას წასვლას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა, რადგან ასე, რომ მოხდება დარბევა, ამის პატიება, რომ არ იქნება თანამდებობის პირების, ეს უნდა ჩაიწეროს ისტორიაში და ამ პრეცედენტისთვის ვიბრძვით, თორემ ამით დიდ ცვლილებას ჩვენ სინამდვილეში არ მოველით. არ ვაპირებთ მოთხოვნების რედაქტირებას, რამის გამოკლებას ან დამატებას. პირველივე დღეს ვთქვით, რა გვინდოდა და აუცილებლად მივალთ აქამდე ჯიუტად, არც მოლაპარაკებებზე წავალთ ვინმესთან, ყოველდღე ვივლით საქართველოს სამსახურში“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)