19:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 19:42:00, 2058 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: განსხვავებული აზრის გამო გუნდის წევრებს არ ვსჯით - საბავშვო ბაღი არაა, მოიყვანო და დატუქსო

 „ეს არ არის საბავშვო ბაღი ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, მეორედ ასე აღარ მოიქცე“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ის 4 დეპუტატი, რომელმაც ენმ-ს წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, გარიცხონ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, განსხვავებული აზრის მქონდე წევრებს სანქციებს არ უწესებენ.

„ჩვენ ვილაპარაკეთ გუშინწინდელ ფაქტთან დაკავშირებით. იყო ძალიან ზოგადი საუბარი, რაიმე სანქციებზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებმაც კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც ნეიტრალური, მაგრამ გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს. ეს მოლოდინი იყო დღეს მედიაში, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, როგორც ამას წინასწარ ვაანონსებდით იმიტომ, რომ განსხვავებული აზრისა და თუნდაც ნეიტრალურად სხვანაირი პოზიციის გამო, ჩვენ ასე გუნდის წევრებს არ ვსჯით და სანქციებს არ ვამოქმედებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics