18:24 - 23 Jul, 2026
|
2019-06-27 10:54:52, 1447 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ და 6 ქვეყნის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია პროტესტის ნიშნად დატოვა
რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების დაბრუნების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სესია პირველად უკრაინის წარმომადგენელმა დატოვა, მას შეუერთდნენ საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლები. მათივე ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება სრულად აღუდგა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ყირიმის ანექსიის გამო შეუზღუდა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)