18:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 14:50:09, 1135 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნინეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. 

მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი ორი გაერთიანებული კომიტეტის 15-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 4 კი, წინააღმდეგი იყო. 

აღსანიშნავია, რომ საკითხის განხილვა პარლამენტში დილის 09:00 საათიდან დაიწყო და თითქმის 6 საათის განმავლობაში, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics