17:30 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 12:54:49, 1055 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავთ

გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ“, - ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირის დასრულების შემდეგ დაიწყება კონსულტაციები, როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან.

„ეს არის რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მისასალმებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა. პირველ რიგში უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ინდივიდთან ვინც კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერში ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება. აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics