14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 23:08:13, 880 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: დემონსტრანტებს მოვუწოდებთ, ავანტიურისტ პოლიტოსებს არ აყვენენ

 „მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოს გასცდა  და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი.

„ის, რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების,  პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი. პირდაპირ ერთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.

მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები. პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად.

მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად  სარგებლობის შესაძლებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics